# სასათბურე მეურნეობის ეფექტური მართვა
# კონტაქტი
20 და 21 თებერვალს,ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ორგანიზებით , ბათუმში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „სასათბურე მეურნეობის ეფექტური მართვა".
ტრენინგზე განხილული იქნება სათბურების მშენებლობის, ნიადაგის მომზადების, ხელოვნური სუბსტრატების გამოყენების, მიკროკლიმატ კონტროლის და კულტურათა ინტენსიური მოვლა- მოყვანის საკითხები.
აღნიშნულ თემას დაეთმო დღევანდელი, 17 თებერვლის გადაცემა.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს აგროსკოლის დირექტორი, ტრენერი მამუკა თურმანიძე.