# სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

12 თებერვალი 2025, 17:05 1819 ნახვა

# სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

# კონტაქტი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 თებერვლიდან , „სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ღონისძიების ფარგლებში , სასოფლო - სამეურნეო წარმოების საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო.აღნიშნული ღონისძიება „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის “ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. განაცხადების მიღება 14 მარტს დასრულდება.

თანადაფინანსების მოპოვების პირობებსა და ეტაპებზე დღევანდელი, 12 თებერვლის გადაცემაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ ისაუბრა.