დილის რადიო
6 თებერვალი ხუთშაბათი 2025 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება , გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზი
ინფორმაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე
სპორტის სიახლეები
6 თებერვლით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
დღეს ბობ მარლის დაბადების დღეა. ყოველწლიურად იამაიკაზე 6 თებერვალს ბობის დღეს აღნიშნავენ. თუმცა უკვე დიდი ხანია ეს დღესასწაული გასცდა იამაიკის საზღვრებს. რუბრიკაში "ერთი ჰიტის ისტორია" დღეს ბობ მარლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას one love გავიხსენებთ
#დღეს აღინიშნება მობილურ ტელეფონებზე უარის თქმის დღე. მობილური ტელეფონები თითქმის შეუცვლელი გახდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბევრ ჩვენგანს განუვითარდა მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება ე.წ. ნომოფობია, რომელიც გამოხატულია მობილური ტელეფონის გარეშე ყოფნის შიშით გამოწვეული შფოთვის მდგომარეობით. ნომოფობიას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა "ალგორითმი"
#დღეს ბარმენის საერთაშორისო დღეა. ბარმენების პროფესიული დღესასწაული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად საქართველოშიც აღინიშნება.
#დილის რადიოს სტუმარი: ილია მჟავანაძე - კოლეჯის "ახალი ტალღა" პროფესიული მასწავლებელი
"პროექტი ჩემს გაკვეთილზე"
"რას გვასწავლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები"
#დილის რადიოს სტუმარი: მესამე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი გურამ ჩხატარაშვილი
#სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“ დღეს ინტერიერის დიზაინს ეთმობა . #რუბრიკის სტუმარია ინტერიერის დიზაინერი ნინო ვერძაძე
#რუბრიკაში „დაუსრულებელი პლეილისტი“ რატი რატიანი დღს ისაუბრებს ჰაცუნე მიკუზე – პირველ ვირტუალურ მომღერალზე, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში.
ამინდის პროგნოზი