# „,ახალგაზრდების საარსებო საშუალებები: შექმენი და დასაქმდი"
# „,კონტაქტი"
არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში პროფორიენტაციისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამა „,ახალგაზრდების საარსებო საშუალებები: შექმენი და დასაქმდი", ბრიტანეთის საელჩოს სრული დაფინანსებით განხორციელდება და იგი ხელს შეუწყობს 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდების დასაქმებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
დღევანდელი, 27 იანვრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ლია ფუტკარაძე, „საორსას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კარიერული განვითარების თერაპევტი.