დილის რადიო

13 იანვარი 2025, 10:44 89 ნახვა

დილის რადიო

13 იანვარი ორშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ფაქტები და მოვლენები, რომელიც 13 იანვრითაა დათარიღებული

რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს ანა კალანდაძის პოეზიას ეთმობა ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე აღიარეს სახალხო პოეტად, მის პოეზიაზე მომავალში, ალბათ, კიდევ მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. დღეს ანა კალანდაძის საოცარი შემოქმედებიდან ერთ ლექსს შემოგთავაზებთ , რომელიც ოქროს ფონდში ინახება და რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა ჩაწერილი,

#ძველით ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

#დილის რადიოს სტუდიის სტუმარი : ნაილე მიქელაძე-ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

#Bookinghub-ი პირველი ონლაინ რეზერვაციის ვებგვერდი საქართველოში- ამ თემას ეთმობა ანა გოგოიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ #რუბრიკის სტუმარი: ლევან მესხიშვილი, BookingHub-ის დამფუძნებელი;

#დილის რადიოს სტუმრები : ბაჩი მიქელაძე და ანდრია კაპანაძე, ბათუმელი პიანისტები, ვისთვისაც 2024 წელი გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო . 18 იანვარს ისინი თბილისში ნორჩი პიანისტების გალა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას . ბაჩი და ანდრია სტუდიაში თავიანთ პედაგოგ ნატო ორაგველიძესთან ერთდ გვეწვივნენ.

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი

შეყვანის ღილაკი

თქვენ გაგზავნეთ

13 იანვრით დათარიღებული საინტერესო ფაქტები დამოვლენები --------------------------------------------------------------------------- დღეს 2025 წლის 13 იანვარია ------------------------------------------ დღეს ძველით ახალი წელი დადგება. საქართველოში “ძველით ახალი წელი” პირველად 106 წლის წინ, 1919 წლის 13 იანვრის ღამეს დამკვიდრდა, ეს ამბავი კი ასე იყო : 1918 წლის 17 აპრილის ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს ქართველებმა საწოლებს ჩვეულებისამებრ მიაშურეს, მაგრამ როცა დილით გაიღვიძეს, უკვე 1 მაისი დამდგარიყო. ამ უჩვეულოდ “ხანგრძლივი” ძილის მიზეზი კი ამიერკავკასიის სეიმის მიერ 13 აპრილს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება გახდა. სეიმის თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმოწერით გამოქვეყნებული კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში 1918 წლის 17 აპრილიდან „იულიუსის კალენდრის“ ნაცვლად „გრიგორიანული კალენდრის“ გამოყენების წესს ადგენდა. ხელისუფლება საზოგადოებას კალენდრის ცვლილების მიზეზს პრესის მეშვეობით განუმარტავდა. „ჩვენი კალენდარი დღემდე 13 დღით ჩამორჩენილი იყო ნამდვილ დროთა ბრუნვას…“ – წერდა გაზეთი “ერთობა”. მართლაც, 1582 წლიდან საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და პოლონეთი რომის პაპის, გრიგორ XIII-ის, მიერ შემუშავებულ ე.წ. „გრიგორიანულ კალენდარს“ იყენებდნენ. ახალი კალენდარი ასწორებდა წლის ხანგრძლივობის გამოთვლის კუთხით ძველ კალენდარში არსებულ მცირე უზუსტობას, ხოლო ასტრონომიულ ათვლებთან დასაახლოებლად ნაკიან წლებსაც ხელახლა ადგენდა. 1610 წელს გრიგორიანული კალენდარი პრუსიამაც შემოიღო, 1752 წლიდან კი მას დიდი ბრიტანეთის სამეფოც იყენებდა. ხოლო გაზაფხულზე კალენდრის ცვლილების ერთ-ერთ საბაბად პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ასახელებდნენ. კალენდრის ცვლილების მიმართ კრიტიკა ძირითადად რელიგიურ არგუმენტებს შეიცავდა. მართლმადიდებელ რელიგიურ მოღვაწეთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქრისტესშობამდელი იულიუსის კალენდარი იესოს დროინდელ კალენდარს უფრო მეტად შეესაბამებოდა, ვიდრე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მიერ შესწორებული. ეს აზრი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ წრეებში არ ტრიალებდა – ამავე მიზეზით გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლა საბერძნეთშიც 1923 წლამდე შეყოვნდა. ხელისუფლება კი კრიტიკის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ კალენდრის ცვლილების მიზნები სარწმუნოებასთან არაფერ შუაში იყო. „…მომავალ [საეკლესიო] დღესასწავლებსაც წელს სხვა საქრისტიანოსთან ერთათ ვდღესასწავლობთ. მაგ. აღდგომა რუსეთში და სხვა საქრისტიანო ქვეყნებშიაც 5 მაისს არის, ესე იგი მომავალ კვირას. აქედან ცხადია კალენდრის გამოცვლას მიზნათ აქვს არა სარწმუნოების შეხება, როგორც ზოგიერთები ჭორი-კანობენ, არამედ ევროპიული ანგარიშის შემოღება, განათლებულ ქვეყნებთან გათანასწორება“, – აცხადებდა ხელისუფლება. მიუხედავად კალენდრის გასწორებისა, საეკლესიო წრეებში რელიგიურ დღესასწაულთა დიდი ნაწილი მაინც ე.წ. „ძველი სტილით“ აღინიშნებოდა, ამიტომ 1919, 1920 და 1921 წლებში შობა 7 იანვარს აღინიშნა. კალენდრის ცვლილებაზე უარის მიზეზად მრევლს შორის თარიღთან დაკავშირებით აღრევის საფრთხე სახელდებოდა. საქართველოს მოქალაქეებმა პირველი „ძველით ახალი წელი“ 1919 წლის 13 იანვრის ღამეს აღნიშნეს. როგორც პრესა აღწერს, ამ ღამით ქართული ქალაქები და სოფლები ნამდვილ საზეიმო განწყობაში იყო გახვეული 1910 წლის 13 იანვარს რადიოთი პირველად განხორციელდა ოპერის ტრანსლაცია ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის თეატრიდან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ მაუწყებლობას მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია ხმის ცუდი ხარისხის გამო, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რადიოტექნოლოგიის განვითარებაზე და განსაზღვრა მისი პოტენციალი მოეცვა ფართო აუდიტორია. რადიო სწრაფად გახდა მასობრივი კომუნიკაციის ძლიერი საშუალება, რომელიც ახალ ამბებს, მუსიკას და გასართობ პროგრამებს ავრცელებდა. =1908 წლის 13 იანვარს დაიბადა ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახალხო მხატვარი სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე. „სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში სრულიად ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი გამორჩეულად ფართოა - როგორც დრამატული სპექტაკლებითა და საბალეტო დადგმებით, ასევე ქართული ნაციონალური ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი კოსტიუმებით. სოლიკო ვირსალაძე 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. მსოფლიო სცენებზე "სუხიშვილების" კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა. "ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლოკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე ეს აღიარება, რაც ანსამბლმა მიიღო წლების მანძილზე, არ იქნებოდა..." – იხსენებდა ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე, რომელმაც არამარტო ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებითაც გაახალხურა "სამაია", "აჭარული", "სადარბაზო", "აფხაზური", "ჯეირანი", "ყაზბეგური", "დოქებით ცეკვა", "ხორუმი", "სიმდი". =1942 წლის 13 იანვარს ჰერნი ფორდმა პლასტმასის ავტომობილი დააპატენტა, რომელიც ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.Henry Ford's Plastic Hemp Car =1948 წლის 13 იანვარს დაიბადა ქართველი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი.1971 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მის მიერ შექმნილი სახეები თეატრსა თუ კინოში გამოირჩევა იუმორით, პლასტიკით და მუსიკალობით. ძირითადად ასრულებს სახასიათო როლებს. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია მანანა ("მანანა", 1958), ტურფა ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვარდო ("უჩინმაჩინის ქუდი", 1976), მარო ("გარიგება", 1993) და სხვა.¬+

შეყვანის ღილაკი