ჯიჯი & ძმები გუტიერესები
„აკოლადას“ ამ გადაცემაში ორი სხვადასხვა კონტინენტის შემსრულებლის შემოქმედებას გავეცნობით. პირველ ნაწილში შევხვდებით მეტად ნიჭიერ ეთიოპიელ სიმღერების ავტორსა და მომღერალ ქალს, ეჯიგაიეჰუ შიბაბოს, - სასცენო სახელით ჯიჯი. გადაცემის მეორე ნაწილი კი დაეთმობა ეკვადორული ფესვების მქონე შვეიცარიელ ძმებს - ესტევან და ალეხანდრო გუტიერესებს, რომლებიც მათივე შექმნილ ლათინურ-ამერიკულ მუსიკას მხოლოდ ინსტრუმენტებით, ძირითადად გიტარებით ასრულებენ.