#“ბლექსი“
#კონტაქტი
ქვეყანაში განხორციელებულმა საგანმანათლებლო რეფორმამ პროფესიულ სასწავლებლებს მისცა შესაძლებლობა , შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად , შეიმუშაონ და განახორციელონ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
დღევანდელი, 23 დეკემბრის გადაცემა დაეთმო კოლეჯის „ბლექსი“ ერთ-ერთ მოკლევადიან პროგრამას ,,ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა – დეკორატიული გაფორმება'' .
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ:ნათია მესხორაძე -კონდიტერიის პროგრამის ხელმძღვანელი; იანინა მუზაშვილი და
მზია მახარაძე-პროგრამის მსმენელები.