#კონტაქტი

04 დეკემბერი 2024, 18:53 1489 ნახვა

#კონტაქტი

# გუშინ, 3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა . საქართველო ამ თარიღს , წლების განმავლობაში, ისეთი ღონისძიებებით ეხმიანებოდა , სადაც მთავარი აქცენტები კეთდებოდა შშმ პირების გამოწვევებზე , მათი უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე , საზოგადოებაში სრულფასოვან ინკლუზიაზე.

წლევანდელი 3 დეკემბერი წინა წლებისგან განსხვავებული იყო. შშმ პირებმა საინფორმაციო აქტივობების ნაცვლად საპროტესტო აქციები გამართეს.

როგორია შშმ პირების პოზიცია დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში განვითარებულ მოვლენებზე და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება.-ამაზე დღეევანდელი, 4 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: თომა კაკაბაძე-ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ;ნინო ჩხაიძე-ამავე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ტელეფონით გვერთვებოდა დეა ერემაშვილი -„შშმ ქალთა ალიანსი „აჭარა“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.