დილის რადიო

25 ოქტომბერი 2024, 11:04 5 ნახვა

დილის რადიო

25 ოქტომბერი  2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დილა მშვიდობისა. დღეს 25 ოქტომბერია. პარასკევი. დღევანდელი დღე საქართველოში უქმეა . აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ხვალ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა , 26 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ხვალ ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რაც შეეხება  დღევანდელი გადაცემის ანონსს 

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება

25 ოქტომბრით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენებოს შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებს, ტრადიციულად, სეო წილოსანი გაგვაცნობს

რუბრიკა „ ერთი ჰიტის ისტორია ‘’ დაეთმობა -- ჯგუფის red hot chili peppers სიმღერას „californication“ დღეს ამერიკელი მუსიკოსის, ცნობილი, როგორც ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის დრამერის, ჩედ სმითის დაბადების დღეა . “Red Hot Chili Peppers”-ის ისტორიაში გამოშვებული 10 მუსიკალური ალბომიდან ყველაზე წარმატებულად “Californication” ითვლება.

რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს ანა კალანდაძის პოეზიას ეთმობა ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე აღიარეს სახალხო პოეტად, მის პოეზიაზე მომავალში, ალბათ, კიდევ მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. დღეს ანა კალანდაძის საოცარი შემოქმედებიდან ერთ ლექსს შემოგთავაზებთ , რომელიც ოქროს ფონდში ინახება და რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული

#მთავარი სიახლეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე

#დილის რადიოს სტუმარი: მაკა ლომაძე- უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი 

#რუბრიკაში „მუზეუმი“მოგიყვებით პაბლო პიკასოს „გერნიკა:“-ს შესახებ, რომელიც შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, დღეს ესპანელი მხატვრის , მოქანდაკის, გრაფიკოსისა და დიზაინერის პაბლო პიკასოს დაბადების დღეა . პიკასო XX საუკუნის ყველაზე ცნობილ მხატვრად მიიჩნევა. იგი ლეგენდას წარმოადგენდა თავისი სიცოცხლის პერიოდშიც და გარდაცვალების შემდეგაც თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

#როგორ ვმართოთ საკუთარი ფინანსები

#დილის რადიოს სტუმარი: პაატა აროშიძე -ეკონომისტიფინანსისტი

აფიშა

სპორტის სიახლეები -ინფორმაციები

ამინდი