მოჰსენ ნამჯუ & დევიდ ეკლზი

04 აგვისტო 2024, 12:12 20 ნახვა

მოჰსენ ნამჯუ & დევიდ ეკლზი

„აკოლადას“ ამ გადაცემაში წარმოდგენილი იქნება ორი მეტად გავლენიანი მუსიკოსი. ერთია ირანული ანდერგრაუნდის ერთ-ერთი პიონერი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, მსახიობი და მუსიკისმცოდნე Mohsen Namjoo. მეორე კი ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი, მომღერალი David Ackles, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევ კომერციულ წარმატებას და პოპულარობას ვერ მიაღწია, მუსიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.