დანიელ სანტოსი & მულატუ ასტატკე

23 ივლისი 2024, 12:10 26 ნახვა

დანიელ სანტოსი & მულატუ ასტატკე


„აკოლადას“ ამ გადაცემაში მოგითხრობთ ორი მეტად სახასიათო მუსიკოსის შესახებ. ერთია პუერტო-რიკოელი მომღერალი და კომპოზიტორი Daniel Santos, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების და ზოგადად ლათინური ამერიკის ქვეყნების მუსიკალურ მემკვიდრეობაში. მეორე კი გახლავთ ეთიოპიური ჯაზის დამაარსებელი, მისი ცოცხალი ლეგენდა, ვიბრაფონისტი, კომპოზიტორი და არანჟერი Mulatu Astatke.