რიშად შაფი & ზოდიაკი

17 ივლისი 2024, 12:08 117 ნახვა

რიშად შაფი & ზოდიაკი


„აკოლადას“ ამ გადაცემაში მოგითხრობთ საბჭოთა კავშირის პერიოდის ორ შემსრულებელზე, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით დიდი კვალი დატოვეს და დღემდე ძალიან დიდი ინტერესით ისმინებიან. პირველი არის ვირტუოზი დრამერი თურქმენეთიდან Rishad Shafi, რომელიც 1980 წლის თბილისის როკ-ფესტივალიდან გახდა ცნობილი. მეორე კი გახლავთ ლატვიური ჯგუფი Zodiac, რომელმაც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა ელექტრონული მუსიკა.