ფატუმატა დიავარა & ტინარივენი

30 ივნისი 2024, 12:04 72 ნახვა

ფატუმატა დიავარა & ტინარივენი

„აკოლადას“ ამ გადაცემაში მოგითხრობთ აფრიკელებზე - მალიელ-ფრანგ მუსიკოს ქალზე Fatoumata Diawara-სა და ალჟირულ-მალიურ ჯგუფზე Tinariwen. მათი შემოქმედების საშუალებით შეგვიძლია თვალი შევავლოთ საჰარას უდაბნოს თვალუწვდენელ ჰორიზონტებს, დავინახოთ მთებივით აღმართული დიუნები, მოვუსმინოთ, როგორ უბერავს ქვიშით გაჯერებული ძლიერი ქარი და ცხადად შევიგრძნოთ აფრიკული უდაბნოს ცხელი სუნთქვა.