მერსედეს სოსა & კარლოს სანტანა
„აკოლადას“ ამ გადაცემაში წარმოდგენილი არტისტები ლათინური ამერიკის უთვალსაჩინოესი მუსიკოსები არიან. არგენტინელ მერსედეს სოსას „ლათინური ამერიკის ხმა“ შეარქვეს. იგი არა მარტო მუსიკით, არამედ სამხედრო ხუნტასთან დაპირისპირებითაც გახდა ცნობილი. ხოლო მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი კარლოს სანტანა კი ვირტუოზი გიტარისტია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და უსმენს.