დილის რადიო

16 სექტემბერი 2024, 10:56 290 ნახვა

დილის რადიო

 16 სექტემბერი, 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 16 სექტემბერია, ორშაბათი ახალი ენერგიით , საინტერესო რუბრიკებით , თემებით და სტუმრებით რადიო აჭარის დილის შემოქმედებითი ჯგუფი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, და არა მარტო ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ახალ სეზონს იწყებს. მსმენელთან და მაყურებელთან ურთიერთობის ახალი ათვლის დრო დადგა, მას კი ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი უძღვის წინ . ამაზე აუცილებლად უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, დღეს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება , ვულოცავთ ყველას -მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და ცხადია, წარმატებებს ვუსურვბთ

გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

დღეს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა, 16 სექტემბრით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#ახალი საეთერო სეზონი

#დილის რადიოს სტუმარი: ლადო ტატიშვილი-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი

#ფესტივალი „არტ შოუ“ წელს უკვე მეორედ იმართება და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს ხელოვნების მოყვარულთ . ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება

#დილის რადიოს სტუმრები: ფესტივალის ერთ- ერთი დამფუძნებელი ერეკლე გურგენიძე და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე

# საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.გამარჯვებულებს შორის ორი აჭარიდანაა: ნანი კირკიტაძე -ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი და ანა ანუშიძე- ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი.

#დილის რადიოს სტუმარი-ანა ანუშიძე

# გრაფიკული დიზაინი და ფრონტენდ დეველოპმენტი - განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამები- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. #რუბრიკის სტუმარი: სტუმარი: 10x-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნიცა მდივანი;

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება