# „ლიტერატურა იალაღებზე“

10 ივლისი 2024, 17:53 660 ნახვა

# „ლიტერატურა იალაღებზე“

#კონტაქტი

დღევანდელი , 10 ივლისის გადაცემა დაეთმო პროექტს „ლიტერატურა იალაღებზე“, რომელიც მემთეურებისთვის პირველად ხორციელდება. პროექტი ხვალ იწყება და ხუთი დღე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობენ პოეტები, მუსიკოსები. ასევე, დაგეგმილია მემთეურების ჩართულობით მივიწყებული თამაშების გაცოცხლება. აღნიშნული პროექტი აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნანა შაინიძე-პროექტის ავტორი, ვახტანგ გოგრაჭაძე-ორგანიზაციის „საწუთროს ამბები“ დამფუძნებელი, გულო გაბაიძე-პოეტი.