დილის რადიო

03 ივლისი 2024, 10:34 153 ნახვა

დილის რადიო

3 ივლისი

გადაცემის სრული მჩანაწერი 

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარი პროგნოზით , ტრადიციულად, კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება 

3 ივლისით დათარიღებული მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით . 

#სპორტის სიახლეებს სეო წილოსანი გაგვაცნობს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ ცნობილი მოკრივის, ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიებაში 21 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

#დილის რადიოს სტუმარი გოჩა აბაშიძე - აჭარის კრივის ფედერაციის დამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი 

#დამწვრობა და პირველადი დახმარება- ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა“ პროფესია მშობელი“. რუბრიკის სტუმარია ექიმი დერმატოლოგი მანანა ამაღლობელი

#სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში „თითქოს“ = ასე ეწოდება ირინა ხინიკაძის ახალ სიმღერას , ტექსტი - პაატა მძინარიშვილისა და ირინა ხინიკაძის , არანჟირება მიხეილ ბუაძის, დილის_რადიოს სტუმრები იქნებიან ირინა ხინიკაძე და მიხეილ ბუაძე 

#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ მსახიობს მედეა ჯაფარიძეს ეთმობა.. ბათუმი განსაკუთრებით უყვარდა და განსაკუთრებულადაც ეფერებოდა. აჭარის რადიოს მდიდარი ფონდიდან დღეს ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ- სიყვარულის ახსნის საოცარ ნიმუშს

#23-28 ივლისს აჭარა პირველ სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო

#დილის_რადიოს სტუმრები: ლელა გოგუაძე-აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ერეკლე ჩიკვაიძე-სამთო გიდი 

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი