დილის რადიო

01 ივლისი 2024, 10:29 81 ნახვა

დილის რადიო

1 ივლისი , 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

#ფეხბურთის გუ;შემატკივრებისთვის და საქართვე;ლოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან დაძაბული , მოლოდინებით და უსაზღვრო ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ ახალი დღე, ახალი სამუშაო კვირა და ზაფხულის მეორე თვე დადგა. მართალია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, მაგრამ ის ენერგია, ის შემართება, ბრძოლის და გამარჯვეების დაუოკებელი ჟინი დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგვყვება, რადგან ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა ევროპის ჩეპიონატზე გადაცემის სხვადასხვა ნაწილში დღეს ბევრს ვისაუბრებთ , 

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს

# მოგების ტოლფასი დამარცხება -1625 წლის 1-ელ ივლისს გაიმართა მარაბდის ბრძოლა . #დღეს პეტრე- პავლობის მარხვა იწყება #1 ივლისით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#სეო წილოსანი შემოგვიერთდება სპორტის ამბებით 

#ვებ-დეველოპმენტს დაეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘ , #რუბრიკის სტუმარი: ალექსანდრე ჯელია- ვებ-დეველოპერი

 რუბრიკაში ერთი ჰიტის ისტორია დღეს ბობ მარლის და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას one love გავიხსენებთ დღეს რეგის საერთაშორისო დღეა. საკულტო შემსრულებლებს შორის კი ბობ მარლის გამორჩეული ადგილი ჰქონდა და აქვს და მას დღემდე აქტიურად უსმენენ

რუბრიკა რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი -სერგო ზაქარიაძეს დაეთმობა . დღეს ყველასთვის საყვარელი მსახიობის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა.

#ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი , დაუვიწყარი ემოციები და ახალი მოლოდინები

#ფეხბურთის გულშემატკივარი თეკლა მჭედლიძე შემოგვიერთდება სეო წილოსანთან ერთად დილის რადიოს სტუდიაში 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება -