ჩემი ალტერნატივა I დათა კაციტაძე

23 ივნისი 2024, 13:44 929 ნახვა

ჩემი ალტერნატივა I დათა კაციტაძე

დათა კაციტაძე  20 წლის თბილისელი მუსიკოსია - იგი წერს სიმღერებს, მღერის, უკრავს გიტარაზე, ბას გიტარაზე. მან პირველი როკ ჯგუფი (გრანჟისა და ალტერნატიული როკის მიმართულებით) „ნუ მიეყრდნობით“ 14 წლის ასაკში მეგობარ ბაქარ გუჯეჯიანთან ერთად ჩამოაყალიბა. ეს ჯგუფი 2019 წლიდან დღემდე აქტიურია - გამოქვეყნებული აქვს მრავალი სინგლი და ერთი ალბომი „დავდივარ“.
შარშან დათას ახალი შთაგონება ეწვია და პოსტპანკ, დარქ ვეივის მიმართულების პროექტი Melatonini წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც  ერთი ალბომი „წვიმის თვე“ ჩაწერა და გამოაქვეყნა.
ამათ გარდა, აღსაღნიშნია დათას და ასევე ახალი თაობის მუსიკოსის გურამ ცაგარეიშვილის ინდი მიმართულების პრეოქტი „არია“, მისი თანაშრომლობა ქართული ანდერგრაუნდ სცენის უკვე ვეტერანებთან „მთვარის დაბნელება“ და „ბუტაფორია“ თანამშრომლობა.