TATULI (თათული პატურაშვილი) I   ANIK.

10 ივნისი 2024, 13:06 960 ნახვა

TATULI (თათული პატურაშვილი) I   ANIK.

TATULI -

თათული პატურაშვილი 21 წლის ახალბედა მუსიკოსია - იგი თავად წერს მუსიკას, ქართულენოვან ლირიკას და სახლის სტუდიაში თავადვე სასურველ ფორმას აძლევს ამ  ყოველივეს. Tatuli-ს მუსიკა მსუბუქი ინდი-პოპ მიმართულებას შეიძლება მიეკუთვნოს ჰიპ-ჰიპისა და არ-ენ-ბის შტრიხებით. მისი შესრულების მანერა საკმაოდ ინდივიდუალურია სახასიათო ვოკალის დამსახურებით. ამ დროისთვის ამ ახალგაზრდა მუსიკოსს ცხრა სიმღერა აქვს გამოქვეყნებული - რამდენიმე მათგანი საინტერესო ვიდეო თანხლებით (რომლის შექმნაშიც თათული თავად მონაწილეობს). უახლოეს მომავალში Tatuli გეგმავს მცირე ალბომის გამოცემას.

 

 


ANIK
 

ანა ჟორდანიას და ნიკო მჭედლიშვილის ინდი პოპ, ჰიპ-ჰოპ პრეოქტმა კარგად დაგვამახსოვრა თავი ინდივიდუალიზმით რომელიც ვლინდება როგორც სიმღერის ტექსტში (ინგლისურ-ქართული ნაზავით), მუსიკასა თუ შესრულებაში და ასევე კლიპებშიც. ბოლო ნამუშევარი, რომელმაც ბევრი განსხვავებული აზრიც წარმოშვა მაყურებელში იყო სიმღერა „ვარდი“.

ახლახანს დუეტმა სამსიმღეიანი მიქსთეიფი „91011“ გამოაქვეყნა.
ალბომში, მის შემადგენელ სიმღერებში ტრადიციულად ჯაზური და ჰიპ-ჰოპ ელემენტები შეზავებულია ქართულ მუსიკალურ ფრაზებით.