დილის რადიო

03 ივნისი 2024, 10:19 514 ნახვა

დილის რადიო

3 ივნისი ,2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება ,  გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

3 ივნისით დათარიღებულ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ # დღეს ველოსიპედის მსოფლიო დღეა. 2018 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 56 სახელმწიფოსთან ერთად მიიღო რეზოლუცია ამ დღის აღნიშვნის შესახებ. #დღეს 125 წელი გავიდა ვალსის მეფედ აღიარებული იოჰან შტრაუს უმცროსის გარდაცვალებიდან . 3 ივნისით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტების შესახებაც მოგიყვებით 

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბათუმი ჭადრაკში საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობდა 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკათა და გოგონათა შორის. აჭარის რეგიონიდან მარიამ კალანდაძემ ოქროს , ხოლო მარიამ ცეცხლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. I-II ადგილზე გასული სპორტსმენები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

#დილის რადიოს სტუმარი: სალომე მელია - აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი

#კონვერგენტული მედია-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. რუბრიკის სტუმარი - ეკატერინე ფირცხალავა; ჟურნალისტი, ლექტორი მედია მენეჯმენტის, ახალი მედიისა და კონვერგენტული მედიის მიმართულებით; (

#ზაფხული და ჯანმრთელობა

#დილის რადიოს სტუმარი თამარ დონდუა -ექიმი თერაპევტი 

#რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი“ შემოგთავაზებთ - საქართველოს დამსახურებლი არტისტის ნანული აბესაძის მოგონებას პოპულარული სიმღერის შესახებ „ თუ გაიჭრები აჭარის მთებში"

’#რუბრიკაში მუზეუმი დღეს მოგიყვებით სალვადორ დალის ხუთი გამორჩეული ნამუშევრის შესახებ

#ძალიან მალე მკითხველი მიიღებს რამაზ ხალვაშის წიგნს "წმინდა ტბელ აბუსერისძის ღვაწლი და თხზულებათა სრული კრებული" . მასში მკითხველი პირველად გაეცნობა ტბელ აბუსერისძის ხუთივე ნაწარმოებს, რომელიც მისივე ავტორიზებულ ხელნაწერშია თავმოყრილი

#დილის რადიოს სტუმარი : წიგნის ავტორი, ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაში

სპორტის სიახლეები ( ინფორმაციები )

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება