# სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

24 მაისი 2024, 17:37 4076 ნახვა

# სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

#კონტაქტი

„სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „ ერთ-ერთია იმ პროგრამებს შორის , რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს ახორციელებს. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს:სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

დღევანდელი , 24 მაისის გადაცემა დაეთმო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებას , რომელზეც განაცხადების მიღება 3 ივნისს დაიწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე.