დილის რადიო

23 მაისი 2024, 10:21 637 ნახვა

დილის რადიო

23 მაისი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

23 მაისი ქართული რადიოს დღეა და ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისი საქმიანობა და ცხოვრება რადიოს დაუკავშირა დღეს რადიო- პირველი არხი, იგივე საქართველოს რადიო 99 წლის გახდა . აჭარის რადიოს კი დღეს 94 წელი შეუსრულდა ვულოცავთ თითოეულ ჩვენს კოლეგას და თქვენც- ერთგულო მსმენელებო. ყოველი ჩვენი დღე თქვენ გეძღვნებათ. მუდამ გვიგულეთ თქვენს სამსახურში. 

გადაცემის ანონსი. 

როგორი ამინდი იქნება დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში, ამას კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

#როგორ შევინარჩუნოთ მაკიაჟი ცხელ ამინდში ისე , რომ მთელ დღეს გაგვიძლოს. სოფო დარჩიას #რუბრიკაში „ რადიო რჩევები“ ვიზაჟისტი ხატია ბერიძე საინტერესო რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.

იმ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ, რომლებიც 23 მაისით თარიღდება

#ტრადიცულად, სეო წილოსანი შემოგვიერთდება სპორტის სიახლეებზე სასაუბროდ. ამჯერად უფროს კოლეგასთან ერთად. სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე გიორგი მურვანიძე იქნება დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში

#ქართული რადიოს დღე და რადიო აჭარა- ყველაზე უხუცესი და თანამედრივე რეგიონული რადიო საქართველოში

#დილის რადიოს სტუმარი: გია დიასამიძე- რეჟისორი და პროდიუსერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი

#40 წელი ლეგენდარული ქავერიდან. ბითლზის კომპოზიციას Dear Prudence დაეთმობა დღეს რატი რატიანის რუბრიკა დაუსრულებელი ფლეილისტი 

#უნიკალური ხმები და იშვიათი ჩანაწერები-რადიოს ისტორიის ყველაზე საამაყო ნაწილია. რუბრიკაში „ოქროს ფონდი“ დღეს აჭარის რადიოს ერთ-ერთ პირველი დიქტორის ქეთევან ქორიძის მოგონებას შემოგთავაზებთ 

#ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა და რადიო 

#დილის რადიოს სტუმარი დათო ტრაპაიძე-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რადიომაუწყებლობის სამსახურის უფროსი

სპორტი

კობა ამინდი