ქალი კომპოზიტორები

24 მაისი 2024, 14:50 136 ნახვა

ქალი კომპოზიტორები

„აკოლადას“ ეს გადაცემა მთლიანად ეთმობა გამორჩეულ ქალ კომპოზიტორებს შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეებში ქალს მკვეთრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა დადგენილი და მათ შორის არსად იყო ნახსენები მუსიკის, ან თუნდაც წიგნის წერა, ხატვა, ან მეცნიერების მსახურება, ბევრმა ქალმა მოახერხა საქვეყნოდ გაეჟღერებინა მისი შექმნილი მუსიკა. სწორედ მათზეა ეს გადაცემა.