ტინო როსი & ივა ბიტოვა

27 აპრილი 2024, 14:44 124 ნახვა

ტინო როსი & ივა ბიტოვა

„აკოლადას“ ამ გადაცემაში ორ ევროპელ მუსიკოსს შეხვდებით. ფრანგ მომღერალსა და მსახიობ ტინო როსის, ჯერ კიდევ ელვისამდე და „ბითლზებამდე“ 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული და აქედან გამომდინარე, უსამართლოდაა მივიწყებული. გადაცემის მეორე ნაწილში კი შევხვდებით უნიჭიერეს თანამედროვე ჩეხ მომღერალს, მევიოლინეს, მსახიობსა და კომპოზიტორ ქალს ივა ბიტოვას. იგი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავანგარდისტ და ექსპერიმენტატორ შემსრულებლადაა მიჩნეული.