არუჯ აფტაბი & ჰანს ციმერი

21 აპრილი 2024, 14:43 282 ნახვა

არუჯ აფტაბი & ჰანს ციმერი


„აკოლადას“ ამ გადაცემის პირველ ნაწილში წარმოდგენილი ნიჭიერი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი ქალი არუჯ აფტაბი ისტორიაში პირველი პაკისტანელია, რომელმაც 2022 წელს „გრემის“ პრემია დაიმსახურა. სახელგანთქმულ გერმანელ კინო-კომპოზიტორ ჰანს ციმერს კი, რომელსაც მეორე ნაწილში შეხვდებით, ალბათ არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მიხედვით, ეს მუსიკოსი ირიცხება „100 ცოცხალი გენიოსის“ სიაში.