Quemmekh - ჯგუფი ქვემეხი

31 მარტი 2024, 12:52 1544 ნახვა

Quemmekh - ჯგუფი ქვემეხი


„ქვემეხი“ დღეს უკვე არტისტულ გაერთიანებად ქცეული წამოწყება, 8-9 წლის წინ თბილისელი სკოლის მეგობრების მუსიკით გატაცებით დაიწყო - სანდრო ქერაულსა და ნიკა მოსიაშვილს  მძიმე მუსიკა იტაცებდათ. სხვისი უცხოენოვანი რეპერტუარის დაკვრა და მღერა მალევე მობეზრდათ და მშობლიურ ქართულზე საკუთარი სიღერების წერა დაიწყეს.
წერის საბაბს მათ ალძევდა გარემო,  ამ გარემოსთან პიროვნული კონფლიქტი,  საკუთარი ადგილის
ძებნის სურვილი, თვითდამკვიდრების გზაზე შემხვედრი წინააღმდეგობები. დასაწყისიდანვე ბიჭებმა, საზოგადოების ცნობიერებაში მოძრაობის გამომწვევი აფეთქების სურვილით ჯგუფს ქვემეხი დააარქვეს.
ეს მისია მძიმეა და მუსიკის  ფორმაც ასეთი აირჩა - ტრადიძიული მძიმე როკი, კლასიკური მეტალი, ალტერნატიული მუსიკა და მათი შემდგომი განვითარებები (ინდასტრიალ სპიდ მეტალი,რეპ მეტალი,ჰარდკორი,Breakcore...) თავს იყრის „ქვემეხის“ არსენალში და ეს არ გამორიცხავს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჟანარობრივ სივრცეებში.
საერთო რაოდენობით ორ ათეულამდე მცირე და ვრცელი ალბომები, სინგლები შეადგენს მუსიკალური ჯგუფ Quemmekh-ის დისკოგრაფიას.
ხოლო, არტ-კოლექტივ „ქვემეხის“ აქტივშია ონლაინ გამოცემა
Tape_Magazin და ტანსაცმლის ხაზი Hearts&Heritage.