გრემი 2024!

24 მარტი 2024, 16:31 1216 ნახვა

გრემი 2024!

ხმის ჩამწერი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ გამოავლინა წლის მუსიკალური ტრიუმფატორები და მათ პრესტიჟული ჯილდოები გადასცა. „ფმ ფანტაზიების“ ამ გადაცემაში თქვენთვის შევაგროვე წლის ყველაზე ტიტულოვანი დაჯილდოების ყველა, და ყველაზე საინტერესო რამ, უკანასკნელი ცერემონიიდან: ვინ რა შეასრულა, ვინ გაიმარჯვა და რა იყო დასამახსოვრებელი იმ საღამოს? გრემის მთავარი ცერემონიის დაწყებამდე ყოველთვის მიმდინარეობს ე.წ. Pre-Show. მასში წარმოდგენილია ახალბედები და ნომინანტები ჟანრობრივ კატეგორიებში. ჯერკიდევ წინასწარ შოუზე გადაეცემათ ჯილდოების უმეტესი ნაწილი (მათ შორის "წლის პროდიუსერი" და "წლის სიმღერების ავტორი"), ყველაზე ტიტულოვან ნომინაციებს კი ცერემონიისთვის მოიტოვებენ ხოლმე. წინასწარი შოუს დროს დასახელებული რამდენიმე გამარჯვებული:
"საუკეთესო საუნდტრეკის კრებული ვიზუალური მედიისთვის": Barbie The Album
საუკეთესო საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის: ლუდვიგ გორანსონი - ოპენჰაიმერი
"საუკეთესო მუსიკალური ვიდეო": The Beatles - I'm Only Sleeping და სხვები…
სვიპერი: გრემი 2024-ი - ყველაზე საინტერესო ცერემონიიდან

Fast Car(Grammy 2024 Live) - Tracy Chapman, Luke Combs

2 გრემი, „საუკეთესო საუკეთესო ქანთრი სიმღერისა“ და „საუკეთესო ქანთრი სოლო შესრულებისთვის“ გადაეცა მუსიკოსს კრის სტეპლტონს Powerhouse Rock ჰიმნისთვის White Horse.
‘White Horse’ - Chris Stapleton

გრემის მეორე ჯილდო მიიღო ასევე ექს-პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ. მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო აუდიოწიგნი და თხრობა“ მემუარისთვის The Light We Carry. „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ და „საუკეთესო R&B ალბომის“ მფლობელი გახდა სოულ-მომღერალი და კომპოზიტორი ვიქტორია მონე. ზომიერი კომერციული წარმატების მიუხედავად, მან წელს გრემის შვიდი ნომინაცია მიიღო და კრიტიკოსთა მრავალრიცხოვანი ქება-დიდება დაიმსახურა.
‘On My Mama’ - Victoria Monet

ჰევი-მეტალ ბენდი Metallica არის 2024 წლის გრემის დაჯილდოვების თანახმად „საუკეთესო მეტალ შემსრულებელი“, კომპოზიციით 72 Seasons. გაერთიანების ერთერთი ფრონტმენის ჯეიმს ჰეტფილდის თქმით, ტრეკის სახელწოდებით დასათაურებული ალბომი მომდინარეობს წიგნიდან, რომელიც პატარაობისას წაუკითხავს, შინაარსით ბავშვობასა და ზრდასრულ ასაკში ბავშვობაზე. ვციტირებ: „72 Seasons თქვენი ცხოვრების პირველი 18 წელია. როგორ ვითარდებით, იზრდებით, მწიფდებით და ავითარებთ საკუთარ იდეებს. ზოგიერთი რამ უფრო რთულია, ვიდრე სხვები — იცით, ზოგიერთი რამ, რასაც ვერ გათვლით, თუმცა, თქვენთან დარჩება მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, არის რაღაცეები, რასაც გადაახვევთ და თავიდან შექმნით... ასე რომ, ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილია, ის, თუ როგორ გაუმკლავდებით ამა თუ იმ სიტუაციას ზრდასრული და მოწიფული."
‘72 Seasons’ – Metallica

ჯგუფი Paramore-ს გახდა გრემის ლაურეატი „საუკეთესო ალტერნატიული შესრულებისთვის: კომპოზიციისთვის This Is Why და ამავე სახელწოდების სტუდიური ნამუშევრისთვის „საუკეთესო როკ ალბომისთვის“. შედეგად Paramore პირველი ქალთა ჯგუფია, რომელმაც საუკეთესო როკ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა ერთერთ წევრს ფიბი ბრიჯერს უკვე ჰქონდა გრემის ქანდაკება (როგორც სოლო, ასევე ბოიგენიუსის შემადგენლობაში მოღვაწეობის პერიოდში.
‘This Is Why’ – Paramore

‘Vampire’ (Grammy 2024 Live) - Olivia Rodrigo

ცერემონიაზე არ დავიწყებიათ წლის განმავლობაში გარდაცვლილი მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები. მათ, ვინც ცოცხალი შესრულების დროს ეკრანებზე პროეცირებულ ფოტო კოლაჟში ვერ მოხვდა, გრემის ვებ-გვერდზე იპოვიდით. მონაკვეთი "In Memoriam" დაიწყო სტივი უანდერმა. საკულტო მუსიკოსმა ლეგენდარულ ტონი ბენეტს სიმღერით მიაგო პატივი. ეს ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს არტისტები დუეტში მღეროდნენ: სტივი სცენიდან, ტონი კი უზარმაზარი LED ეკრანიდან. შემდეგ ენი ლენოქსმა გააგრძელა შინეიდ ო'კონორის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერით "Nothing Compares 2 U", რასაც ჯილდოს ლაურეატის ჯონ ბატისტის ცოცხალი შესრულება მოჰყვა. ოპრა უინფრი ავიდა სცენაზე თინა ტერნერის ხსოვნაზე სიტყვით გამოსვლისთვის, რომლის დასრულებისას სცენაზე მომღერალი ფანტეიშა მიიწვია, ამ უკანასკნელმაც როკ-ენ-როლის დედოფალს პატივი სიმღერით მიაგო.
In Memoriam: ‘For Once in My Life’, ‘The Best Is Yet to Come’ (tribute to Tony Bennett), ‘Nothing Compares 2 U’ (tribute to Sinéad O'Connor), ‘Ain't No Sunshine’, ‘Lean on Me’, ‘Optimistic’ (tribute to Clarence Avant), ‘Proud Mary’ - Stevie Wonder, Annie Lennox, Wendy & Lisa, Jon Batiste, Ann Nesby, Cory Henry, Jimmy Jam & Terry Lewis, Fantasia, Adam Blackstone.

საკულტო არტისტების ზეიმი ამით არ დასრულებულა. რეპერ ჯეი-ზი დაჯილდოვდა Dr Dre Global Impact Award-ით, ინოვაციური კარიერული მიღწევებისთვის. სამადლობელო სიტყვისას აღიარა, რომ ემადლიერება Dr Dre-ს რადგან სწორედ მან გაუკვალა გზა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალურ ინდუსტრიაში. „ყველაფრისთვის, რაც გაუკეთებია, ყველა იმ რეკორდისთვის, რომელიც დაუმყარებია“. ჯეი ზიმ მადლობა გადაუხადა Black Music Collective-ს საქამიანობისთვის. ცნობისთვის, BMC ჩამოყალიბდა 2020 წელს, როგორც ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება შავკანიანთა გაძლიერებას ხმის ჩამწერ აკადემიაში და უფრო ფართო მუსიკალურ საზოგადოებაში. ისინი მუშაობენ ფერადკანიანი არტისტების წარმომადგენლობით ზრდაზე, ზოგადად ინდუსტრიაში, გრემის ნომინანტთა შორისაც კი. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს ახალგაზრდა ნიჭიერების მხარდაჭერას სტიპენდიებით და საუკეთესო პოლიტიკის შემუშავებას აკადემიისთვის. და, რა თქმა უნდა, გამოჩენილი შავკანიანი მუსიკოსების პატივით აღიარებას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა ჟანრებსა და კულტურაში. BMC-მ მათ ჯილდოს Global Impact Award უწოდა, გასულ წელს დაუმატეს წინსართი „Dr. Dre“. ჯეი ზიმ სიტყვის დარჩენილი ნაწილი მიუძღვნა მიზნისა და მიზნის მიღწევის მნიშვნელობას, შეაქო ქალიშვილი, გააკრიტიკა აკადემია, ზოგჯერ უსამართლო ნომინაციების, ჯილდოებისა და გამარჯვებულებისთვის. თავის გამოსვლაში დაიკვეხნა, რომ გრემის ქანდაკება სასმისის თასად გამოიყენა და ამ ფორმით დასცინა გრემის, ცოლის, ბიონსეს „საუკეთესო ალბომის“ კატეგორიაში წაგების გამო. ვციტირებ: „არ მინდა ჩემი სიტყვების გამო მან თავი უხერხულად იგრძნოს, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მეტი გრემი მას ააქვს მიღებული, თუმცა, არასოდეს მოუგია „წლის ალბომი“, ასე რომ, თქვენივე საზომი ერთეულებითაც კი, გეშლებათ.“ - განმარტა რეპერმა თავისი პოზიცია და დაამატა: „როცა ვნერვიულობ, სიმართლეს ვამბობ“...

გრემის ერთერთ ახლად დაწესებულ ნომინაციაში „საუკეთესო აფრიკული მუსიკალური შესრულება“ გაიმარჯვა 21 წლის სამხრეთ აფრიკელმა ტაილამ, რომლის აფრობითებზე აწყობილმა სახალისო, სექსუალურ და შთამაგონებელი ლირიკის მქონე სმეშ-ჰიტმა Water გასულ წელს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წალეკა სხვადასხვა მედია თუ სოც-პლატფორმის ეთერი ეკრანი.
‘Water’ – Tyla

ლეგენდარული ჯონი მიტჩელი წარსდგა ცოცხალი შესრულებით და უცნაურია, რომ ეს მისი პირველი გამოსვლა იყო გრემის ცერემონიაზე. მიტჩელმა წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ფოლკ ალბომი“ ჩანაწერისთვის სახელწოდებით: Joni Mitchell at Newport (Live).
‘Both Sides, Now’ (Grammy 2024 Live) - Joni Mitchell, Brandi Carlile, SistaStrings, Blake Mills, Lucius, Allison Russell, Jacob Collier