დილის რადიო
27 მარტი 2024 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
დღეს 27 მარტია სხვა მოცემულობაში გაიღვიძა დღეს საქართველომ. საოცარი ემოციებით დატვირთული ღამე გაატარეს არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრებმა, დიდმა და პატარამ , მთელმა ქვეყანამ იზეიმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საგზური. ეს ისტორიაში პირველად მოხდა . ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივლისს ჩაატარებს .
# დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა . ეს არის არა უბრალოდ სცენის მუშაკთა პროფესიული ზეიმი, არამედ მილიონობით მაყურებლის დღესასწაულიც. დღევანდელ დღეს გილოცავთ
27 მარტის დილის გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
#იმ ფაქტებსა და მოვლენებს შევეხებით, რომელთაც 27 მარტი აერთიანებთ
#სეო წილოსანი სპორტის სიახლეებით შემოგვიერთდება და .რა თქმა უნდა, ისტორიულ მატჩზე ისაუბრებს , რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
#რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს -ამ თემას დაეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია -მშობელი’’
#რუბრიკის სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი მაია ბერიძე
#თეატრის საერთაშორისო დღე და ამ თარიღისადმი მიძღვნილი საღამო ბთუმში
#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ნოდარ იაკობაძე
#დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში ქართველი დრამატურგის, მწერლისა და ჟურნალისტის ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
#დილის რადიოს სტუმარი : დიმიტრი ხვთისიაშვილი-საღამოს ინსცენირების ავტორი, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი . (სატელეფონო ჩართვა)
#რუბრიკაში „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი ‘’ მოვისმენთ ფრაგმენტს შოშია ჩხაიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან „ხიდი „ მონაწილეობენ საქართველოს სახალხო არტისტები ედიშერ მაღალაშვილი და ნინო საკანდელ;იძე. ჩანაწერი გაკეთებულია 1987 წელს, ბათუმის თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.
#„როცა გადაუღებლად წვიმს“ 29 მარტს ბათუმის დრამატულ თეატრის მცირე სცენაზე მორიგი პრემიერა გაიმართება
დილის რადიოს სტუმარი : მალხაზ ასლამაზაშვილი -სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი
სპორტის სიახლეები-სეო
ამინდის პროგნოზი