# “დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტუბერკულოზი!”

25 მარტი 2024, 18:25 5245 ნახვა

# “დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტუბერკულოზი!”

#კონტაქტი

დღევანდელი, 25 მარტის გადაცემაში გამოვეხმაურეთ ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, რომლის მიზანი დაავადების მკურნალობისა და პრევენციის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია “დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტუბერკულოზი!”.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრებმა: ნონა ეფაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ნინო ტუნაძემ, ინფექციური პათოლოგიის , შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ფტიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის სტაციონარული განყოფილების გამგემ, ისაუბრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროექტზე „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში „ და ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტონებსა და მკურნალობის მეთოდებზე.