ჩანო პოსოს ეფექტი

10 მარტი 2024, 16:53 532 ნახვა

ჩანო პოსოს ეფექტი

დღევანდელ ეპიზოდში მუსიკოსის, კომპოზიტორის, მოცეკვავის, ხანდახან კი ამ ყველაფრის ერთდროულად მკეთებლის, ჰავანის ქუჩებიდან წამოზრდილი ბიჭის, მთელი თავისი შუქ-ჩრდილებით, ჩანო პოსოს ამბავს მოვყვებით და მის აწყვეტილ დასარტყამებს მოვუსმენთ, რომელიც ბიბოპის ჰარმონიაში დიზი გილესპიმ მოაქცია. კუბელმა კი კუნძულის მთელი პოპულარული საცეკვაო რიტმიკა ჯაზში გადმოათამაშა.