ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები და საზოგადოების როლი

04 დეკემბერი 2023, 18:43 6775 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები და საზოგადოების როლი

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 4 დეკემბრის გადაცემა დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის არსებულ მექანიზმებს და საზოგადოების როლს ქალთა მიმართ ძალადობის მიუღებლობის ჩამოყალიბებაში.

25 ნოემბერს დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია,რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ თიკო აბაშიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში, ფონდ „იალქანის“ დირექტორი და თამარ წულუკიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე .