საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ.

29 ნოემბერი 2023, 17:45 6655 ნახვა

საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ.

# „კონტაქტი“

წლების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აკვაკულტურა რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოყო და მეთევზე-ფერმერთა საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ასამაღლებლად „აგრარული ექსტენციის მიწოდების " ქვეპროგრამა აამოქმედა.ასევე, შეიმუშავა რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია.

თუმცა,ქვეყანას არ ჰქონდა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებდა თევზმოშენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ.

რას ავალდებულებს იგი მეთევზე-ფერმერებს - ამაზე დღევანდელი, 29 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტი სოფო დიასამიძე .