#პროექტი „ახალგაზრდები დღეს“ #„აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გაძლიერება“.

16 ოქტომბერი 2023, 17:59 8352 ნახვა

#პროექტი „ახალგაზრდები დღეს“ #„აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გაძლიერება“.

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 16 ოქტომბრის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტს „ახალგაზრდები დღეს“ , რომელიც აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით , პროფესიული უნარების კურსს სთავაზობს. პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა „ ფარგლებში. განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო მერი ნამგალაძე, ორგანიზაციის „ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ ხელმძღვანელი.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო საპილოტე პროექტი „აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გაძლიერება“. პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე , პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ასლან ჭანიძემ გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრა.