06 ოქტომბერი 2023, 14:21 1891 ნახვა

საპენსიო დანაზოგების განკარგვა | მთავარი ეკონომიკაში | 06.10.2023

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო ფონდმა საინვესტიციო პორთფელებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი - 29 მილიონი ლარი მიიღო მაღალრისკიანი პორთფელიდან - ნიშნავს თუ არა ეს კარგ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და რა უნდა გაითვალისწინონ სქემაში ჩართულმა დასაქმებულებმა პორთფელების არჩევისას - კითხვებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია პასუხობს.

 საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ფონდის წმინდა ამონაგები 7.3%, ხოლო ინფლაციის დონე 9.8% იყო - რამდენად სწორ საინვესტიციო პოლიტიკას ატარებს საპენსიო სააგენტო და რა არის მთავარი მოთხოვნა, რასაც სქემის მონაწილეები აქტივების განმკარგავ უწყებას უყენებენ - კითხვებს ეკონომისტი ნინო კონცელიძე პასუხობს.

 საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რიცხოვნობა 124 029 დასაქმებულით გაიზარდა და 1 359 887 დასაქმებული შეადგინა - როგორ პასუხობს საპენსიო სააგენტო მზარდ გამოწვევებს, რა ცვლილებები შედის კანონში და როგორი იქნება სააგენტოს საინვესტიციო სტრატეგია მომდევნო წლების განმავლობაში - კითხვებს საინვესტიციო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე პასუხობს.