22 სექტემბერი 2023, 13:10 1593 ნახვა

ზაფხულის ბიზნეს აქტივობები | მტავარი ეკონომიკაში | 22.09.2023

უძრავი ქონების პორტალ RECOVER.GE-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბათუმში, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 16.8%-ით, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 11.3%-ით შემცირდა - რა როლს თამაშობს ბიზნესის სტაბილურობის შენარჩუნებაში დარგობრივი საერთაშორისო გამოფენები - კითხვებს "შპს ექსპო ბათუმი"-ს დირექტორი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე პასუხობს.

 "თიბისი კაპიტალი"-ს მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან სედარებით, საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება 9%-ით შემცირდა - როგორია ტენდენცია წლის პირველ ნახევარში და რა გამოწვევების წინაშე დააყენა მეღვინეები თავსდამტყდარმა სტიქიამ - კითხვებს მეღვინე ბიზნესმენი ვაჟა დავითაძე პასუხობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ქვეყნიდან ექსპორტირებული თაფლის მოცულობა, წონის მიხედვით, თითქმის 60%-ით შემცირდა - როგორია მოლოდინები წლის მეორე ნახევრისთვის - კითხვებს აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი როლანდ ღოღობერიძე პასუხობს.