04 ივნისი 2023, 15:37 2009 ნახვა

სოციალური სტატისტიკის ტენდენციები

თითქმის ორი პროცენტით შემცირებული სიღარიბის დონე და სოციალური უთანასწორობის ისტორიული მინიმუმი.

რას ამბობენ მოქალაქეები ქვეყანაში 2022 წელს დაფიქსირებულ ტენდენციებზე, რა კავშირში შეიძლება იყოს გაუმჯობესებულ მაჩვენებლებთან შემწეობის მიმღებთა რიცხვის ზრდა და რატომ ხედავს ეკონომისტების ნაწილი მოსახლეობის ცხოვრების დონის სიღრმისეული კვლევის საჭიროებას.

 ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგი, მიგრაციის ეფექტი თუ სოციალურ-ეკონომიკური ანომალიის გამოვლინება - როგორ გადააჭარბა შინამეურნეობების შემოსავლებმა ხარჯებს, უპრეცედენტოდ მაღალი ინფლაციის პირობებში - გადაცემაში, "მთავარი ეკონომიკაში".