"ჩვენი სულიერების ბალავარი"-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

12 მაისი 2023, 17:19 9990 ნახვა

"ჩვენი სულიერების ბალავარი"-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

# „კონტაქტი“

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს . 12 მაისი ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გუშინ ბათუმში მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი სულიერების ბალავარი „ გაიხსნა. კონფერენციაზე ისტორიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურის, ფოლკლორის, ენათმეცნიერების სხვადასხვა საკითხებზე მრავალფეროვანი თემები იყო წარმოდგენილი . დღეს კონფერენციის მონაწილეები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას სტუმრობენ , საიდანაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა და სადაც დღეს სახალხო დღესასწაული „დიდაჭარობა“ იმართება .

დღევანდელი , 12 მაისის გადაცემა ამ თემას დაეთმო. "კონტაქტის" სტუმრები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი ანა ბაგრატიონი და ისტორიის აკადემიური დოქტორი, არქეოლოგი ტარიელ ებრალიძე.