შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

05 მაისი 2023, 16:55 8750 ნახვა

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

# „კონტაქტი

5 მაისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთელი ევროპის მასშტაბით, დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს აღნიშნავენ. საქართველოში ამ თარიღთან დაკავშირებული აქტივობები 2017 წლიდან იმართება და მასში შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციეთან ერთად მათი უფლებების დაცვაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაცია ერთვება.მრავალფეროვანი ღონისძიებების მიზანი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ასპექტებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა.

დღევანდელი 5 მაისის გადაცემით აღნიშნულ თარიღს გამოვეხმაურეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ:დეა ერემაშვილი-ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის გამგეობის წევრი,“ შშმ ქალთა ალიანსი -აჭარა „ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;სალომე წითელაძე- „შშმ ქალთა ალიანსი-აჭარა“ პროექტის ასისტენტი, შშმ პირის მშობელი.