დილის რადიო
5 მაისი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,
დღის კალენდარი, დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა "-ოჰოი ნანა " -ავტორის კითხვით- რადიო აჭარის ოქროს ფონდი
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
ანტალია 2023 ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლის ბაჩი მიქელაძის მორიგი გრან პრი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე
დილის რადიოს სტუმრები: ბაჩი მიქელაძე და მისი პედაგოგი , ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნატო ორაგველიძე
სოფო დარჩიას რუბრიკაში „ გოგონა დიქტოფონით’ დღეს ანა ოთიაშვილს გაიცნობთ, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალია, ვინც ამწეს ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს
დღეს ევროპის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლი ცხოვრების დღე აღინიშნება . ამ თარიღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" დღეს ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობას გამართავენ.
დილის რდიოს სტუმრები: ნინო ჩხაიძე და რამინ მაჭარაშვილი- ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებლები