აგრარული ექსტენციის ცენტრი

26 აპრილი 2023, 17:25 9352 ნახვა

აგრარული ექსტენციის ცენტრი

# „კონტაქტი

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავებისა და მეცნიერული კვლევების განხორციელების საკითხებში აქტიურად ჩაერთო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი . აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და „მომავლის ფერმერთან“ პარტნიორობით , უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე რამდენიმე დღის წინ აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ექსტენციის მიწოდების საკითხებში აქტიურად ითანამშრომლებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ფერმერებთან.

დღევანდელი, 26 აპრილის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში.