დილის რადიო
14 აპრილი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,
დღის კალენდარი,
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
დღეს 14 აპრილია .დედა ენის დღე ამ თარიღს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ზუსტად 45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. მაშინ ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა და დღეს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ყოველი 14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა.
დილის რადიოს სტუმარი -მამია ფაღავა- ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი
სოფო დარჩიას რუბრიკა „ გოგონა დიქტოფონით’ დღეს პროფესიით ექთან თამილა ქართველიშვილს გაიცნობთ
დღეს ვნების კვირის წითელი პარასკევია, კვირას,16 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. სააღდგომო ტრადიციები
დილის რადიოს სტუმარი: ზაზა კილაძე -თეოლოგი