დილის რადიო
21 მარტი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,
დღის კალენდარი,
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ამ დღის მიზანია საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა.
დილის რადიოს სტუმარი: დარინა დუმბაძე -საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი
უსახელო გმირი-თელონიუს მონკის კონცერტის გადამრჩენელი -გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა . ყველა ჩვენს კოლეგას ვულოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს და ვუსურვებთ ყველაზე მთავარს -ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტის დაცვას და ერთგულებას. , როცა სტანდარტი დაცულია , ნდობის ხარისხიც მაღალია.
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. რაც შეეხება თარიღის შერჩევას- ის პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ეწოდებოდა. დღეს რადიომსმენელთან შესახვედრად გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტები მოვიწვიეთ, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან ერთად გაზეთის დაბადების დღის მისალოცად. გაზეთი "აჭარა" 18 მარტს 102 წლის გახდა
დილის რადიოს სტუმრები: მარინა მითაიშვილი- გაზეთ „აჭარის ‘ მთავარი რედაქტორი , მანანა ტაკიძე-ჟურნალისტი