ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში ისწავლიან.

20 მარტი 2023, 17:35 9139 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში ისწავლიან.

# „კონტაქტი“

ორშაბათობით „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან. ამჯერად , აჭარის მთავრობის დაფინანსებით , ევროპული განათლების მისაღებად სტუდენტების მეორე ნაკადი მიემგზავრება.

დღევანდელი, 20 მარტის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი , პროფესორი ზურაბ ბეჟანოვი და საზღვაო ნავიგაციის პროგრამის სტუდენტები სერგი თათარიშვილი და რეზი ხაბაზი.