ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები შუახევში

16 მარტი 2023, 17:20 10126 ნახვა

ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები შუახევში

# „კონტაქტი“

ხუთშაბათობით „კონტაქტი“ აქტუალურ პროგრამებსა და პროექტებს ეთმობა.

დემოკრატიული ქვეყნისთვის ახალგაზრდობა დიდი ფასეულობაა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების  უნარებისა და პოტენციალის განვითარება ისე, რომ იყონ წარმატებით რეალიზებულნი სხვადასხვა სფეროსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს , სწორად შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, ხელს უწყობს პროგრესული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას.

დღევანდელი, 16 მარტის გადაცემაში შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ამირან ხიმშიაშვილმა.