ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა და აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება
# „კონტაქტი“
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამერიკიდან დაბრუნდნენ , სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჰქონდათ აგრარულ ექსტენციაში ჩართულ ინსტიტუციის ხელმძღვანელებთან. ვიზიტის მიზანი იყო ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა აჭარაში და ბსუ-ს ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება.
ურთიერთთანამშრომლობის რა პერსპექტივები დაისახა-ამაზე დღევანდელი, 22 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში.