დილის რადიო
20 იანვარი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
დღეს 2023 წლის 20 იანვარია. ზუსტად შვიდი წლის წინ, 20 იანვარს აჭარის რადიოს დილის გადაცემა განახლებული ფორმატით პირველად გავიდა ეთერში და ჩვენ-თეო და ილო გავხდით მისი წამყვანები.გადაცემას დილა 104-სა და 5-ზე ეწოდებოდა. შემდეგ იყო რადიოვიზია, დღეს კი "დილის რადიო"-ს ქვია. შვიდი წელია უკვე, , რაც ყოველ სამუშაო დღეს ვხვდებით ერთმანეთს უცვლელ ტალღაზე ფმ 104.5. ვიწყებთ ახალ დღეს ერთად ახალი იმედებით და პოზიტიური სურვილებით. ჩვენ 7 წელია ვაკეთებთ საქმეს , რომელიც გვიყვარს და ეს საქმე ორმაგად სასიამოვნოა, როცა ვგრძნობთ თქვენს სიყვარულს.
სურვილებს რაც შეეხება: გადაცემას ბევრ მსმენელს, უხარვეზო სიხშირეს და ბევრ კორესპოდენტს ვუსურვებთ,
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,
დღის კალენდარი,
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. ბათუმელმა კალათბურთელებმა მერვედფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში ‘’მეგა’’ შინ 9 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
რა გეგმები აქვს კლუბ ‘’ბათუმს’’ სუპერლიგასა და საქართველოს თასზე ?
რუბრიკის სტუმარი: ლაშა კეშელავა -საკალათბურთო კლუბ „ბათუმის“ დირექტორი სატელეფონო ჩართვა -
რუბრიკა „კინომუსიკა“-ქართული მხატვრული ფილმი „მოიტაცეს თამარ ქალი“ და გიორგი ცაბაძის მუსიკა
ვაჟა ფშაველას შდევრები იაპონურად
დილის რადიოს სტუმარი: იასუჰირო კოჯიმა--იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი და მთარგმენლი