პიგმალიონი - ელიზა დულიტლის მეტამორფოზა

17 იანვარი 2023, 18:59 2511 ნახვა

პიგმალიონი - ელიზა დულიტლის მეტამორფოზა

როდესაც ბერნარდ შოუს პიგმალიონის პირველი ჩვენება იგეგმებოდა, ავტორმა უინსტონ ჩერჩილს მისწერა: აი, ორი ბილეთი ჩემი ახალი პიესის პრემიერაზე, ერთი ბილეთი თქვენთვისააა, მეორე კი თქვენი მეგობრისთვის, რა თქმა უნდა, თუ კი გყავთ ასეთი.

ჩერჩილმა უპასუხა: ვწუხვარ, რომ პრემიერას ვერ დავესწრები, მაგრამ მოხარული ვიქნები, ვნახო მეორე წარმოდგენა, თუ ის, რა თქმა უნდა, ოდესმე შედგება.

პრემიერა შედგა და მას შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზაე ხშირად ნაჩვენები წარმოდგენაა, მათ შორის დადგმულია საქართველოშიც, რამდენჯერმე.