მეფუტკრეობა

07 დეკემბერი 2022, 17:19 10321 ნახვა

მეფუტკრეობა

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია და ამის დამადასტურებელი არაერთი ისტორიული თუ ეთნოგრაფიული მასალა არსებობს.

აჭარის კლიმატი და მრავალფეროვანი ფლორა ხელსაყრელ პირობებს ქმნის დარგის წარმატებით განვითარებისთვის .მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ჯარაში - ხის მორისგან გამოთლილ სკაში - ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია . აღსანიშნავია რომ,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

დღევანდელი, 7 დეკემბრის გადაცემაში მეფუტკრეობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, დირექტორის კონსულტანტი აგროპროექტების განხორციელების და მონიტორინგის საკითხებში ნუგზარ ოქროპირიძე.

ტელეფონით გვერთვებოდა ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან შაქარაძე .