დილის რადიო
5 დეკემბერი 2022 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი, რუბრიკა "ერთი ჰიტის ისტორია "
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
1985 წელს გაერომ 5 დეკემბერი მოხალისეთა მიმართ მადლიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. დღევანდელ გადაცემაში ბათუმელ მოხალისეებს გაგაცნობთ
დილის რადიოს სტუმრები:: გიორგი ბოლქვაძე-ახალგაზრდული მუშაკი, სალომე დოლიძე-მოხალისე
საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ 15 წლისაა კლასიკური მუსიკის ტრადიციული კვირეული „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება დილის რადიოს სტუმრები:
ნინა კუპატაძე - საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, “მომავლის ვარსკვლავების” და კვირეულის “ფესტივალიდან ფესტივალამდე” დამფუძნებელი, მუსიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი.
ნინო ქათამაძე - პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი
ანაჰიტ სტელმაშოვა - ფესტივალის მონაწილე, პრიზიორი, უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. (ფორტეპიანო).
გიორგი გორჯელაძე - ფესტივალის მონაწილე, პრიზიორი, უამრავი კონკურსის ლაურეატი. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. (კლასიკური ვოკალი)
ნინი ორკოშნელი - ფესტივალის მონაწილე, პრიზიორი, საგარეჯოს სამუსიკო სკოლა, სტუდია კამერტონი